საგარეჯოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

ორივე სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სოფელ იორმუღანლოში მოქალაქემ უკანონოდ დაამზადა და ტრანსპორტირება გაუწია 2 კუბურ მეტრ წიფლის სახეობის საშეშე მერქანს. სოფელ ნინოწმინდაში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა მუხის სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებული 1 კუბური მეტრი საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.

ავტომანქანები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საგარეჯო / ტყე /