დაგენიძლავებით, „ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს - გიორგი გახარია
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება და მმართველი პარტია ამის საჭიროებას თავად დაინახავს.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არც „შარლ მიშელის შეთანხმებას“ და არც ამ არჩევნების შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ვადამდელი არჩევნებისთვის. ადრე ვთქვი კიდეც - 90% რომ აიღონ [ადგილობრივ არჩევნებზე] ვადამდელი არჩევნები მაინც იქნება.ვადამდელი არჩევნები პირდაპირ დაკავშირებულია მმართველი ძალის პოლიტიკურ რესურსთან. მათ პოლიტიკური რესურსი ამ არჩევნების შემდეგ კი არ მოიმატეს, გაფლანგეს და ეს თბილისის ქუჩებში გამოჩნდა - აქციაზეც [14 ოქტომბრის მიტინგზე] გამოჩნდა...შემიძლია, დაგენიძლავოთ კიდევაც - რაღაც მომენტში „ოცნება“ თვითონ მიხვდება, რომ რიგგარეშე არჩევნები მათი გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა იქნება და თვითონ დანიშნავენ ამ რიგგარეშე არჩევნებს, აგერ ნახავთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა. მისმა პარტიამ „საქართველოსთვის“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ.

პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში კოალიციის შეკვრას არავისთან აპირებს და იბრძოლებს საკრებულოების დაბალანსებული შემადგენლობისთვის.

| Print |
FaceBook Twitter Google