დიახ, უგულავამ დაარღვია რეგულაციის წესი - თენგიზ ცერცვაძე
ეს იყო რეგულაციების დარღვევა და სამედიცინო თვალსაზრისით ეს იყო გაუმართლებელი, - ასე ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ მასშტაბურ აქციას.

თენგიზ ცერცვაძე გიგი უგულავას აქციაზე მისვლის ფაქტსაც გამოეხმაურა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და განაცხადა, რომ მან რეგულაცია დაარღვია.

„დიახ, მან დაარღვია რეგულაციის წესი. თუ მედიკოსმა მისცა მას ამის უფლება, მედიკოსმაც დაარღვია რეგულაციის წესი და გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. მეორეა, ის არის თუ არა გადამდები, მე ვერ ვიტყვი, ზოგიერთი პაციენტი ვირუსისგან ადრე თავისუფლდება, ზოგიერთი გვიან. თუ მან გაიკეთა ტესტი და მართლაც უარყოფითია, ეს არავინ იცის და ამას ვერ გადავამოწმებთ, მაშინ ის არ იქნებოდა გადამდები, მაგრამ რამდენადაც ჩვენთან მაინც მიღებულია 10-12 დღე და მთელს მსოფლიოში ასეა მიღებული რაღაც გამონაკლისების გარდა, 10-12 დღის განმავლობაში პაციენტი მაინც ითვლება პოტენციურად გადამდებად. რა თქმა უნდა, ჯობდა არ გაეკეთებინა. მაინცდამაინც ნუ გამოვიტანთ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევად ბატონი გიგის შემთხვევას.გასაგებია, გუშინ იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იყო ძალიან დიდი თავყრილობა, თვლიდნენ ყველა, რომ იქ უნდა მდგარიყვნენ, გამოჩენილიყვნენ და მოტივაციამ გადასძალა გონებრივ მიდგომას და რეგულაციის დაცვას. რამდენი ვინმეა ასე, რამდენი გიგია, რომელიც არ იცავს რეგულაციას?! თქვენ რა გგონიათ, გუშინ იქ დაახლოებით 30 000 კაცი იყო და შეიძლება გიგიზე ბევრად მეტი გადამდები იყვნენ სხვები. გიგი ამბობს მაინც, რომ მერვე დღე იყო და გავიტესტე და არ ვარ გადამდებიო, თუმცა ღმერთმა იცის ასე იყო თუ არა. მაგრამ სხვა ადამიანი რამდენი იყო უფრო მოკლედ დროის წინ დაინფიცირებული და რამხელა გავრცელების რისკი ტრიალებდა ეს ყველამ იცის, რად უნდა ამას საუბარი, რომ ასეთი დიდი აქციები არის რისკის ფაქტორი ახალი შემთხვევების მატების. მაგრამ ამაზე მიდის ჩვენი საზოგადოება, ვინაიდან არის უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია, არის არჩევნების პერიოდი და პრინციპული მეორე ტურის წინა პერიოდი. თუ კი მოსახლეობის დიდი ნაწილი ისედაც არ იცავს რეგულაციებს, რა გიკვირთ როდესაც ასეთი მოტივაცია ჰქონდათ, ისინი არ დაიხევდნენ უკან და შეიკრიბებოდნენ. ეს არის ცალსახად არასწორი.

რა ვქნათ, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ რეკომენდაციები და რჩევები მივცეთ, იყო რჩევა, რომ ხალხმრავალი შეკრებები არ ჩატარებულიყო, ჩაატარეს და ეს ახსნეს ძალიან დიდი მოტივაციით. ეს იყო რეგულაციების დარღვევა და სამედიცინო თვალსაზრისით ეს იყო გაუმართლებელი. მაგრამ რეალობას გავუსწოროთ თვალი, ასეთი რაღაცები ადრეც ხდებოდა, ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება უბრალოდ, მასშტაბები იყო დიდი.
მეორე მხარე, რომელიც რიცხობრივად ბევრად აღემატება იმ მხარეს, რომელიც გუშინ გამოვიდა მაქსიმალური მობილიზაციის შედეგად, რამდენიმე ათეული ათასი კაცი გამოიყვანეს, მეორე მხარეს რომ გაუჩნდეს რაღაც პროტესტის გრძნობა და ერთი კვირის შემდეგ გამოიყვანოს სამი იმდენი ხალხი, რა იქნება ეს? ესეც ცუდი იქნება და ეს იქნება რეგულაციის დარღვევა და კატეგორიულად არ შეიძლება, მაგრამ მე ამასაც არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში,
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა,
სეროტიპი გამოვლინდა.
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი გამოვლინდა.
15:13 / 24.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების
მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
14:19 / 24.04.2024
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო
საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
12:07 / 24.04.2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი,
რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი, რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
13:46 / 23.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.