რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 673-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 906 882 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 657 753 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 609 987, გარდაიცვალა 9 440 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google