კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2479 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2374 პაციენტი. გარდაიცვალა 42 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google