ბათუმში კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი განთავსდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში, 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისათვის მემორიალი განთავსდება.

„ოჯახის წევრების სურვილი იყო და ჩემი გადაწყვეტილებაცაა, რომ ბათუმში კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი განთავსდება“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი იყო. ამ ადგილას ახალი, იმავე სიმაღლის კორპუსის აშენება იგეგმება.

| Print |
FaceBook Twitter Google