თუშეთში მომხდარ ავარიას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ფშაველი-აბანო -ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

მაღალი გამავლობის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხვადასხვა დაზიანებებით სავადმყოფოში მოათავსეს. ადგილზე სამაშველო,სასწრაფო და პოლიცია ჯგუფები იყო მობილიზებული.

| Print |
FaceBook Twitter Google