დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა გურჯაანში 1634 მოსწავლემ მოითხოვა
4 ოქტომბრიდან, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლების შემდეგ, მოსწავლეთა მშობლებს სურვილისამებრ, დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა აქვთ.

სწავლის სკოლებში დაწყების დღისთვის, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც უარი თქვა სკოლაში წასვლაზე და დისტანციური სწავლება აირჩია 23 994-ს შეადგენდა.

15 ოქტომბრის მაჩვენებლებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მიზნით დამატებით 10 457 პირი დარეგისტრირდა. გაუქმების სურვილი და ისევ დასწრებულ რეჟიმში დარჩენა კი, იქამდე არსებული 23 994-დან მხოლოდ 1 448-მა გამოთქვა. ეს მონაცემები 8 ოქტომბრიდან 15-ოქტომბრის ჩათვლით არსებული მაჩვენებელია. რეგიონების მასშტაბით, ყველაზე დიდი რიცხვი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მოთხოვნით კახეთიდან არის: გურჯაანი 1634, თელავი 1584.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, დისტანციური სწავლება ერთ კვირაში 4 992-მა მოსწავლემ მოისურვა. ყველაზე დიდი გაუქმების მაჩვენებელიც თბილისზე მოდის და 1 448 მოსწავლიდან, კვლავ დასწრებული სწავლების ფორმატზე გადასვლისთვის 926 პირი დარეგისტრირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google