37 ბაღიდან გურჯაანში მხოლოდ 17 მუშაობს
გურჯაანის მუნიციპლიტეტში მოქმედი 37 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებიდან ოფიციალურად უკვე 12 ბაღია დაკეტილი.

როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების დირექტორმა, ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, ამ ბაღში კორონავირუსი ზოგან -თანამშრომლებს, ზოგან კი აღსაზრდელებს დაუდასტურდა.

„12 ბაღი უკვე ოფიციალურად დაიკეტა, რვაში თვითონ არ მოიყვანეს ბავშვები. ფაქტობრივად დღეს 37 სააღმზრდელო დაწესებულებიდან ოცი არ გახსნილა, დარჩენილ 17-ში კი მხოლოდ 180 ბავშვი გამოცხადდა.“

ლელა თევდორაშვილის თქმით, ოფიციალურად დაკეტილია: კახიფარის, კალაურის პირველი, ველისციხის მეორე, ჩუმლაყის მეორე, ყიტაანის, სოფელ გურჯაანის პირველი და მეორე, კოლაგის, ბაკურციხის, კარდენახის მეოთხე, ჯიმითისა და ნანიანი ბაღები.

რაც შეეხება კაჭრეთს, დარჩიეთს, არაშენდას, კარდენახის მეორეს, ჭანდარს, ვაჩნაძიანს, შაშიანსა და ვაზისუბანს - აქ თვითონ მშობლებმა არ მიიყვანეს ბავშვები.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, მანანა გოგაშვილის განმარტებით, ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით განგაშის საფუძველი არ არსებობს.
„ბაღები, სადაც დაფიქსირდა შემთხვევები, ყველა დაკეტილია. დღეს კიდევ გვაქვს შეკრება ამ საკითხთან დაკავშირებით. განვიხილავთ და სადაც საშიშროება და საჭიროება მოითხოვს, იქაც დავხურავთ. “

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / გურჯაანი /