პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაციას მხარს ვუჭერ – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მისაღებია სამედიცინო პერსონალისა და პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაცია.

„მე პირადად, როგორც ერთი ამირან გამყრელიძე, არ ვმალავ და ხშირად ამას აღვნიშნავ, რომ რამდენიმე პროფესიული ჯგუფისთვის, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემი კოლეგებისთვის ანუ სამედიცინო მუშაკებისთვის, ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალისთვის, მხარს ვუჭერ სავალდებულო ვაქცინაციას. მიუხედავად იმისა, რომ ექიმებს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გვაქვს მოცვა, თუმცა ეს ძალიან დაბალია უმცროს სამედიცინო პერსონალში, აქ უნდა იყოს სავალდებულო“,- განაცხადა მან

ამირან გამყრელიძის თქმით, 70 დღის წინ არსებული მონაცემებით ერთჯერადად აცრილია სკოლაში მომუშავე პერსონალის 65%, ხოლო ორჯერადად ვაქცინირებულია 52%. ამირან გამყრელიძე ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს სკოლის მოსწავლეების მშობლებსაც, რადგან სკოლაში უსაფრთხო გარემო იყოს.

„ასევე, სავალდებულო ვაქცინაციას ვუჭერ მხარს და დავუჭერ პედაგოგებში, განსაკუთრებით სკოლის პედაგოგებში აცრებს, რომ იყოს სავალდებულო, რადგან მათ საქმე აქვთ ჩვენს ბავშვებთან.ისევე როგორც, აუცილებელია და მოვუწოდებ ყოველთვის ბავშვების მშობლებს, იმიტომ რომ სკოლა იყოს უსაფრთხო. დღეს ჩვენს სკოლებში, 70 დღის წინანდელი მონაცემებით პერსონალის 65% ერთჯერ არის აცრილი და დაახლოებით 52% ორჯერ აცრილია. გვინდა რომ 80% იყოს აცრილი პედაგოგების“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

| Print |
FaceBook Twitter Google