როგორი ამინდი იქნება კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო ამინდს პროგნოზორებენ. დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /