სოფელ გურჯაანში ბიძაშვილმა ცოლ-ქმარი მოკლა
რამდენიმე საათის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძაშვილებს შორის მომხდარი უთანხმოების გამო ერთ-ერთმა მათგანმა, მეორე ბიძაშვილი და მისი მეუღლე თოფით მოკლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა გელა ორველაშვილმა განაცხადა, მამაკაცი მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

მეზობლების თქმით, უთანხმოება საერთო გზის გამო დაიწყო.  სამივე პიროვნება 70 წელს გადაცილებულია.

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




| Print |
FaceBook Twitter Google