Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 670 552-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 082 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა გაიზარდა 616 937. კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9
546 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.12%.
მასალის გამოყენების პირობები