მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის - ზურაბ ფაღავა
მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, მაგრამ რადგან შიმშილობა განსაკუთრებული მდგომარეობაა, საჭიროა თავის დაზღვევა. ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა ,ექიმმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გართულდეს.

“გამომდინარე იქიდან, რომ შიმშილობა არის განსაკუთრებული მდგომარეობა, მას აქვს გვერდითი, სხვა დაავადებები კიდევ და გართულებების რისკი საკმარისად მაღალია, ამიტომ, დავაყენებთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. უკვე დავწერეთ ეს ყველაფერი და რეკომენდაციები მივეცით. სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან გართულებების ალბათობა არის მაღალი და იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში. ეს არის უფრო ინტენსიური დაკვირვებისთვის”. – თქვა ზურაბ ფაღავამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს, დააკავეს. ის დაკავების შემდეგ შიმშილობს.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.