კოვიდის წინა ტალღებზე უფრო მეტი მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა - მარინა ენდელაძე
მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში უკვე მეხუთე ტალღა დაიწყო. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ წინა ტალღებთან შედარებით, ახლა ძალიან მძიმე პაციენტების რაოდენობა შემცირებულია.

„ახლა ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული პაციენტია და ვფიქრობ, ეს უკვე მეხუთე ტალღაა. წინა ტალღებზე ამ რაოდენობის პაციენტებში უფრო მეტი ძალიან მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა და ვფიქრობ, ეს ვაქცინაციის შედეგია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 670 552 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 616 937, გარდაიცვალა 9 546 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google