კორონავირუსით კახეთში კიდევ 879 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1775 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 142, იმერეთი - 907, ქვემო ქართლი - 375, შიდა ქართლი - 442, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 879, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 872 საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 998, აჭარაში - 512, იმერეთში - 1 330. მძიმე პაციენტია 1 300 პირი, მათ შორის, თბილისში - 423, აჭარაში - 110, იმერეთში - 462. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში - 143, აჭარაში - 26, იმერეთში - 28. 1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 551 - თბილისში, 263 - აჭარაში. 40 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 19 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 261 პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 32 777 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google