ვაქცინაციის ტემპის წასახალისებლად საკოორდინაციო საბჭოს ღონისძიებათა ახალ პაკეტს წარუდგენენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით გარკვეული პაკეტი მუშავდება.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ აღნიშნა, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა, ვითარება ძალიან რთული იქნება.

„მომავალი კვირის სამშაბათისთვის მთელი რიგი დავალებებია. გარდა იმ მარათონისა, რომელიც დავიწყეთ, კიდევ მთელი რიგი წამახალისებელი და სხვა სახის ღონისძიებების პაკეტი უნდა მომზადდეს, უნდა დაიხვეწოს და წარდგეს, რათა საკოორდინაციო საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან მიმართებით. დღეს, მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 32% გვყავს აცრილი. თუ ჩვენ ვაქცინაციის ტემპი არ გავზარდეთ, ვითარება ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google