თბილისობისთვის გამოყოფილი თანხა ბათუმში დაზარალებულებისთვის შექმნილ ფონდში გადაირიცხება
თბილისის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილა. სარეზერვო ფონდში გადამისამართდა თბილისობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი.

ეს თანხა დღესვე გადაირიცხება ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის შექმნილი ფონდის ანგარიშზე.
„ეს არის თბილისის და თბილისელების თანხა და ვინაიდან თბილისი არასოდეს გამდგარა განზე ასეთ დროს, ეს თანხაც იქნება ბათუმისადმი გამოხატული მხარდაჭერის, გვერდში დგომისა და თანაგრძნობის ერთგვარი გამოხატულება თბილისისგან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბათუმი / თანხა /