კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 411 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 896 პაციენტი. გარდაიცვალა 29 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 680 182 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 622 181, გარდაიცვალა 9 617 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google