თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად ნიკა მელიამ მამუკა ხაზარაძე წარადგინა
ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა.

ნიკა მელიას თქმით, მამუკა ხაზარაძე იქნება ბრძოლის ავანგარდში დედაქალაქის მთავრობის რიგებში.
„მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე თქვენი საუკეთესო პარტნიორი , თქვენი მეგობარი, თქვენი საუკეთესო მეზობელი, მჭვუნვარე ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს“, - განაცხადა მელიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მელია / ხაზარაძე /