მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მალე დადგება - ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ძალიან მალე დადგება. მისი შიმშილობა უკვე 20-დღიან მიჯნას გადასცდადა შეიძლება საათობრივად მისი მდგომარეობა დამძიმდეს.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება „დახტის თავის სიტყვაზე".
„რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს, რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერი კლინიკა თბილისში და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას იქ მოვახდენთო. გუშინ კი მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება მე-18 დაწესებულებაში. ეს არის პირდაპირ იმ პრაქტიკის უარყოფა, რაც ციხის ადმინისტრაციას წლების მანძილზე აქვს. ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი პროვოკაციას აწყობენ და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავენ.გლდანის ციხეში არის ათასობით პატიმარი და ხელისუფლებას სურს მოაწყოს რაღაც „შუმოვკები" და პროვოკაციული სცენები. ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულს, ჩვენ ვითხოვთ იმ პრაქტიკას, რაც პენიტენციურ სამსახურს აქამდე ჰქონდა. ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, გადაჰყავს „ვივამედში" ან სხვა კლინიკაში, სადაც შესაბამისი პირობები არსებობს - ვსაუბრობ სამოქალაქო დაწესებულებებზე. ის განცხადება, რომელიც რატი ბრეგაძემ გააკეთა, არის შეუძლებელი. თურმე, ეს ფარსი იმისთვის დადგა იუსტიციის სამინისტრომ, რომ შემდეგ მე-18 დაწესებულებაში, იქ, სადაც სხვადასხვა კრიმინალური მუხლით გასამართლებული ადამიანები არიან, უნდა მოათავსონ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ხელისუფლების მხრიდან უღირსი ნაბიჯი", - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, გუშინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძენ განაცხადა, რომ როდესაც დადგება ამის საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში კორონავირუსს მორიგი ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკისაა.
გურჯაანში კორონავირუსს მორიგი ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკისაა.
12:48 / 28.11.2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებში, ვაქცინაციის
მარათონის დაწყებიდან დღემდე 1000-ზე მეტი ადამიანი აიცრა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებში, ვაქცინაციის მარათონის დაწყებიდან დღემდე 1000-ზე მეტი ადამიანი აიცრა.
20:37 / 27.11.2021
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით,
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის
მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები
წესდება.
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.
19:52 / 27.11.2021
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის
განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10
179-მა ადამიანმა გაიკეთა.
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 179-მა ადამიანმა გაიკეთა.
13:21 / 27.11.2021
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს,-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
17:07 / 18-11-2021
თელავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი - მეტი თავისუფლების“ აქტივისტი, მწერალი ტორესა მოსი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 
14:54 / 12-11-2021
თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მომხდარი კონფლიქტის მონაწილეები, შესარიგებლად შეიკრიბნენ.
16:58 / 01-11-2021
ეკონომიკა
თურქულმა ლირამ აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ განახლებაშია მოცემული.
13:24 / 23-11-2021
როგორც ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კაკაბეთი-ჭერემი-ზეგაანის გზის რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს.
16:24 / 12-11-2021
სხვა ამბები
თურქულმა ლირამ აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ განახლებაშია მოცემული.
13:24 / 23-11-2021
საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე მოსაწვევი მიიღო.
11:46 / 22-11-2021
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მეთვრამეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებითი ვიზიტი განახორციელა.
16:46 / 19-11-2021
თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრსელო პროცესი 22 ნოემბრიდან ვერ განახლდება.
16:35 / 18-11-2021
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს.
14:03 / 18-11-2021
არჩევნები 2021
თელვის #17 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურში დაწერილი 10 საჩივრიდან ცხრა უკვე განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. ამის შესახებ speqtri.ge-ს საოლქო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.
14:36 / 05-11-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4931
USD
USD
1
3.0967
GBP
GBP
1
4.1233
TRY
TRY
1
0.2555
RUB
RUB
100
4.1048
ამინდი
გურჯაანი 8 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 14 °C
img
დ.წყარო 8 / 12 °C
img
სიღნაღი 7 / 17 °C
img
ლაგოდეხი 9 / 16 °C
img
ყვარელი 8 / 18 °C
img
თელავი 7 / 16 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.