სააკაშვილი ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიესალმა
მედიამ გადაიღო, როგორ ესალმება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან შენობის გარეთ შეკრებილ თავის მხარდამჭერებს.

სააკაშვილმა ციხის გისოსებიდან მაშინ გამოიხედა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის წარმომადგენლები მის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეებმა გაიგონეს მისი ხმაც - "ძალიან მაგრები ხართ", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს.

| Print |
FaceBook Twitter Google