გურჯაანში კორონავირუსი 164 პაციენტს დაუდასტურდა
დღეს კახეთში კორონავირუსის სულ 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ყველაზე მეტი თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტებში დაფიქსირდა.
მაღალი სტატისტიკის გამო, რეგიონის არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში ინფიცირებულებისთვის ადგილები არ აქვთ. გურჯაანში კორონავირუსი 164 პაციენტს დაუდასტურდა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში დახურულია საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნაწილი.

| Print |
FaceBook Twitter Google