საქართველოში კორონავირუსით კიდევ 40 ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი. გარდაიცვალა 40 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 684 337 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 624 688, გარდაიცვალა 9 657 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google