სოფელ გურჯაანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ გურჯაანში მცხოვრებ მკვლელობისთვის ბრალდებულ 71 წლის ალექსანდრე ზარდიაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით, სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.


ზარდიაშვილის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, პატიმრობას არ დაეთანხმა, თუმცა ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება არ მოუთხოვია. დაპატიმრებული ზარდიაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ გურჯაანში, 20 ოქტომბერს მოხდა. ალექსანდრე ზარდიაშვილმა, საკუთარი ნათესავები დახოცა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google