საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, ასე იმუნურ ფენას ვერ შევქმნით- თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა ვაქცინაციას უგულებელყოფს და კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი არ არსებობს, ასეთი კოვიდაფეთქებები საქართველოში არ შეწყდება.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, დღიურად აცრილთა რიცხვი საგანგაშოდ დაბალია.
„ვაქცინაცია რჩება პანდემიის დაძლევის ერთადერთ რეალურ გზად. ახლა საქართველოში ძალიან ცუდი, კატასტროფული მდგომარეობაა. აცრილია სულ 20 პროცენტი, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შევქმნათ იმუნური ფენა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 194-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 932 643 აცრა გაკეთდა.

| Print |
FaceBook Twitter Google