მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი 2 886-მა პედაგოგმა ვერ გადალახა
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი 2 886-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ გადალახა.

მასწავლებლები ორ გამოცდას აბარებდნენ – საგნის გამოცდას და პროფესიულ უნარებს. პრაქტიკოსთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო: საგნის გამოცდაზე – 7327 მასწავლებელი.უნარის გამოცდაზე – 5912 მასწავლებელი.

ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდაზე გამოცხადდა 5 340 მასწავლებელი, აქედან ბარიერი ვერ გადალახა ნახევარზე მეტმა – 2886-მა მასწავლებელმა.
უნარის გამოცდაზე გამოცხადდა 4 137 მასწავლებელი და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა (ვერ მოიპოვა 1 კრედიტი) ასევე ნახევარზე მეტმა – 2 365-მა მასწავლებელმა.



| Print |
FaceBook Twitter Google