დისტანციურ სწავლებაზე 219 სკოლა, 493 კლასი და 89 მასწავლებელია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 219 სკოლა და ცალკეული 493 კლასი.

სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკჯგუფში მყოფი 89 მასწავლებელი.
რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, სამინისტროს ცნობით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

| Print |
FaceBook Twitter Google