საქართველოში კორონავირუსის კიდევ 4467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 467 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 790 პაციენტი. გარდაიცვალა 42 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 688 804 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 626 478, გარდაიცვალა 9 699 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google