ვაქცინაცია კიდევ უფრო იკლებს - მდგომარეობა საგანგაშოა - თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციაზე მომართვიანობა კიდევ უფრო შემცირებულია. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, მდგომარეობა უფრო და უფრო საგანგაშოა.

„მდგომარეობა უფრო და უფრო საგანგაშოა, რადგან მოსახლეობის ქცევის მხრივ არანაირი დადებითი ტენდენცია არ შეინიშნება. შემთხვევების რაოდენობა იმატებს, შესაბამისად, ნაკლებად, მაგრამ მაინც იმატებს გარდაცვლილთა რიცხვი. ვაქცინაციაზე მომართვა არა თუ არ იზრდება, არამედ კიდევ უფრო იკლებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4762 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3953 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google