საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია
საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია, საუბარია 18 წლამდე 103 927 ბავშვსა და მოზარდზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„აქედან 6 979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და სამწუხაროდ, 9 ლეტალური შემთხვევა გვქონდა. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, ყველა დანარჩენ შემთხვევაში იყო თანმხლები, მძიმე გენეტიკური დაავადება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google