კორონავირუსით კიდევ 44 პაციენტი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2141 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5081 პაციენტი. გარდაიცვალა 44 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 721 388 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 665 599, გარდაიცვალა 10 089 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google