დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან,
კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის
მიღება დასრულდა.
იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, შეეთავაზებათ
ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: “ფაიზერი“, „სინოფარმი“ ან
„სინოვაკი“.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ძირითადად აუთვისებელი დარჩა
დონაციის გზით მიღებული "ასტრაზენეკას" დოზები. მისივე თქმით, მომავალ
კვირას შესაბამისი სამსახურების მიერ დაზუსტდება "ასტრაზენეკას"
რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი.
მასალის გამოყენების პირობები