თელავის საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს ხვალ განიხილავს
თელავის #17 საოლქო საარჩევნო კომისიაში ათი საჩივარია შესული. ამის შესახებ speqtri.ge-ს კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა.

-"საჩივრების განხილვა ხვალ მოხდება. ძირითად პროცედურული ხასიათის დარღვევებია და ამას არჩევნების შედეგებზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია," - აღნიშნა გაიპარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა.

მან ხმების 56.89% მიიღო, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა 43.10%.







| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2021 /