სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  სხვადახვა პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. 
მოიმატა ბოსტნეულის და ბაღჩეულის (9.0 პროცენტი), პურის და პურპროდუქტების (5.5 პროცენტი), თევზეულის (4.2 პროცენტი), რძის, ყველის და კვერცხის (3.6 პროცენტი), შაქრის, ჯემის და სხვა ტკბილეულის (1.2 პროცენტი) ფასებმა.

ფასი შემცირდა ხილზე.

ტანსაცმლის და ფეხსაცმელის ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2 პროცენტით.

მათივე ცნობით, ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (28.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3 პროცენტი).




| Print |
FaceBook Twitter Google