თელავში ავტონაწილების მაღაზიას ესროლეს
თელავში, აღამაშენებლის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო. ცეცხლი ავტონაწილების მაღაზიის მიმართულებით გახსნეს. მაღაზიის მფლობელი ფაზილა ბაირამოვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოფელ ყარაჯალის დეპუტატის ზურაბ მუსაევის ინფორმაციით, მაღაზიას ბიზნესმენმა სანდრო მეგუთვნიშვილმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და მუსაევის თქმით, ის პოლიციამ უკვე დააკავა. მხარეებს შორის კონფლიქტის დაწყების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია .

ბიზნესმენის ავტმობილი შემთხვევის ადგილზე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google