კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს


ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის 20 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, მოქალაქეებმა სოფლების - ხევისჭალა, საბერო, ახალსოფელი, ჭიაური, ჭერემი, ზემო კაჭრეთი, ნინოწმინდა - მიმდებარე ტყეებში და შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე უკანონოდ მოიპოვეს, დაახლოებით, 13 კუბური მეტრი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვებების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმები შეადგინეს.


| Print |
FaceBook Twitter Google