ზაქარია ქინქლაძე პატიმრობიდან ვადამდე გაათავისუფლეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია ქინქლაძე, რომელსაც ოთხწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პირობით ვადაზე ადრე გაათავიუფლეს.
ამის შეახებ ქინქლაძემ სოციალურ ქსელშიც დაწერა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზაქარია ქინქლაძე  2019 წლის თებერვალში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად აგრეთვე ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს 4 პირი. 

ცნობისთვის, ოთხწლიანი პატიმრობა ზაქარია ქინქლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 28 ივნისს შეუფრდა.


| Print |
FaceBook Twitter Google