ახმეტაში ყველა საბავშვო ბაღი დაკეტილია
კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების შემდეგ სააღმზრდელო პროცესი ყველა საბავშვო ბაღმა შეწყვიტა. ამის შესახებ speqtri.ge-ს ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამუნა ონიაშვილმა განუცხადა.

"ბევრ პედაგოგსა და აღსაზრდელს დაუფიქსირდა კორონავირუსი და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. 20 ოქტომბერს დაიკეტა ბაღები, შევხედავთ რა მდგომარეობა იქნება და იმის მიხედვით გადაწყდება, როდის გაიხსნება."-აღნიშნა ონიაშვილმა.

ცნობისთვის, ახმეტის  მუნიციპალიტეტში სულ 35 საბავშვო ბაღია.

ყველა ბაღი დაიკეტა გურჯაანსა და თელავშიც, საგარეჯოში კი ექვსმა სააღმზრდელო დაწესებულებამ დროებით შეაჩერა ფუნქციონირება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი /