სოფელ ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ ვაჩნაძიანში, “მეგრელიშვილების” და ალექსი ნატროშვილის სახელობის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია უტარდება 350 მეტრი სიგრძის გზას, კეთდება ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “ფენიქსი” ასრულებს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 172 187 ლარი დაიხარჯება.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google