თელავის სასამართლოს მოსამართლე - შარლ მიშელის დოკუმენტის დაგმობა შეცდომა იყო
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მამუკა წიკლაური საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ კოლეგების მიერ შემუშავებულ წერილს ემიჯნება.
"ვემიჯნები ჩემი კოლეგების წერილს, რაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა. მიმაჩნია, რომ ასევე შეცდომა იყო ასევე შარლ მიშელის დოკუმენტის დაგმობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში არ მიმიღია მონაწილეობა არც საბჭოს არჩევნებში და არც შარლ მიშელის დოკუმენტის "შეფასებაში", - წერს მამუკა წიკლაური სოციალურ ქსელში

ცნობისთვის, შემუშავებულ წერილში მოსამართლეები  აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს მიმართავდნენ და ამბობდნენ, რომ დიპლომატები ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიონ.

| Print |
FaceBook Twitter Google