ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაცია სავლდებულო არ გახდება.

„ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება. ეს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის რეალურად არის გამოსავალი პანდემიის დასრულების. აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალქეებს, ოაჯახის წევრებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება რისკ-ჯგუფებს, პრემიერ–მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისინი ნებაყოფლობით აიცრან.

"60 წელს გადაცილებულლებისთვის ჩვენ შემოგვაქვს დამატებით წამახალისებელი ინსტრუმენტი, როგორც არის 200 ლარიანი დანამატი და სხვა უამრავი მექანიზმი, სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამინების არჩევანში უხეში ჩარევა, ყველა ადამინს აქვს არჩევანის თავისუფლება“,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google