კახეთში მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში ნაწილობრივ მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +16 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /