სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან.

როგორც სააკაშვილთან შესვლამდე ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ განაცხადა, ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ კრიმინალი ჩაიდინა.
„მთავარი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გატაცებული. საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ პატიმრობაში მყოფი ადამიანი მოიტაცეს ერთი ადგილიდან და გადმოიყვანეს მეორე ადგილზე”, - განაცხადა ადვოკატმა.

| Print |
FaceBook Twitter Google