„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია დაანონსა
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია იუსტიციის
სამინისტროსთან დასრულდა. აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით
„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, აქცია საღამოს 19:00 საათზე, რუსთაველზე ისევ
გაიმართება.
„მინდა მოგიწოდოთ, რომ ძალები მოვიკრიბოთ 7 საათამდე. 7 საათზე ყველა
ვიკრიბებით რუსთაველზე. მთავარი ახლა არის ის, რომ ყველა გამოვიდეს და
თავისი ხელით დაამარცხოს ეს რეჟიმი. მესმის, რომ ძალიან დაიღალეთ, 24
საათზე მეტია ფეხზე ვართ. 7 საათზე რუსთაველზე! ასევე, ჩვენი ოფისის
კარი ღიაა. გვექნება კოორდინაცია შტაბებთან. ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა, ეს არის მარათონი და ყველა უნდა
ვიყოთ შემართებით“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები