გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ერთსა და იმავე დღესაა შესაძლებელი - ივანე ჩხაიძე
გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია ერთსა და იმავე დღეს. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მითითება არსებობს, აცრა ჩატარდეს სხვადასხვა მხარეს, მარჯვენა მკლავზე გრიპის ვაქცინა, მარცხნივ კორონავირუსის ვაქცინა - თქვენი სურვილისამებრ. გარკვეული ინტერვალის დაცვა ამ ვაქცინებს შორის აუცილებელი არ არის“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაქცინა / ჩხაიძე /