ჯანმრთელობა დგას ყველაფერზე მაღლა, გავუფრთხილდეთ- ამირან გამყრელიძე
ძალიან რთული ეპიდვითარებაა ქვეყანაში. ყველა ინდიკატორი არის გაუარესებული, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუსტერი ხალხმრავალი შეკრებებია.

„მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს - ჯანმრთელობა დგას ყველაფერზე მაღლა. ეს არის ყველაზე დიდი უფლება უფლებათა შორის - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, გავუფრთხილდეთ. ყოველდღიურად 70 გარდაცვლილს გადავაჭარბეთ. 15 გვაქვს მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენთვის ზღვრული არის 8-9. ამ დროს სერიოზული ზომები უნდა მივიღოთ. 35 პროცენტზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც აცრის შემდეგ ყველაზე დამცველი საშუალებაა. გუშინ ოდნავ მოიმატა, 5 ათასს გადააჭარბა [აცრების რაოდენობამ]. 5 ათასი არაფერია, როცა 20-25 ათასს ვაკეთებდით დღეში, მაგრამ ცოტა გამიხარდა, რომ რაღაც ტენდენცია თითქოს გამოჩნდა“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამყრელიძე /