საქართველოში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი გაუმჯობესდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 976-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 018 336 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 766 818 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 700 568, გარდაიცვალა 10 662 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google