„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს
იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და მის გათავისუფლებას ითხოვენ. სამინისტროს შენობის წინ სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი და ბლოკირებული აქვთ შენობასთან მისასვლელი კიბე.

| Print |
FaceBook Twitter Google