კახეთის გუნდურ ჩემპიონატზე ჭიდაობაში გურჯაანმა ვერცხლის მედალი აიღო
გურჯაანის სპორტკომპლექსმა ქართულ ჭიდაობაში კახეთის გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა. მასში მონაწილეობას 2008-2009 წლებში დაბადებული 70 სპორტსმენი იღებდა.

გურჯაანის სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელის გელა დალაქიშვილის განმარტებით, ჩემპიონატი კახეთის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივით ჩატარდა და მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია იყო.

„ჩატარდა კახეთის გუნდური პირველობა უმცროს კადეტთა შორის ქართულ ჭიდაობაში. მონაწილეობდნენ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გუნდები. შეჯიბრი ჩატარდა 7 წონით კატეგორიაში. ჩემპიონი გახდა საგარეჯოს გუნდი. ვერცხლის მედალი აიღო გურჯაანმა, ხოლო ბრინჯაოს მედალი თელავის გუნდმა. “

მისივე თქმით, გამარჯვებულ გუნდს სიგელები,მედლები და გარდამავალი თასი გადაეცა.

| Print |
FaceBook Twitter Google